Pages

Sunday 20 January 2013

თხოვნაცა და მოთხოვანაც


1.      დღევანდელი პარლამენტი დღევანდელი საქართველოს საზოგადოების (უმრავლესობის) ანარეკლია. ანუ, ეს ასე უნდა იყოს და ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს მაინც პატივი უნდა ვცეთ ამ ინსტიტუტს, თუ სახელწიფოებრივად ვაზროვნებთ - დღეს საზოგადოება ასე ფიქრობს და ასე ურჩევნია;

2.      დღევანდელი მთავრობა არის პარლამენტის მიერ წარდგენილი პრემიერ მინისტრის შერჩეული და დანიშნული - პირველი პუნქტიდან გამომდინარე ხარისხი, აზროვნება, კვალიფიკაცია და პოლიტიკური ხაზი მინისტრებისა აგრეთვე საქართველოს უმრავლესობა ამომრჩევლისათვის მისაღებია;

3.      საკანონმდებლო და აღმასრულებელ ძალაუფლებას დომინირებს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ადგილობრივ ხელისუფლებაში და სასამართლოში მმართველი პოლიტიკური ძალა არის ენმ. მოცემულ პოლიტიკური რეალობა ასეთია და ახლო მომავალში არ შეიცვლება. მიუხედავათ იმისა თუ ვინ არის ძალაუფლებაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, განვითარება და სერვისების მიწოდება მოქალაქეებისათვის. ის, რომ პოლიტიკური ძალაუფლება გაყოფილია სხვადასხვა სტრუქტურებსა და დონეებზე (რაც ეხლა პრობლემად მიაჩნია ორივე მხარეს), მე მგონია, რომ არის პირველი შანსი და საშუალებაა საქართველოში დაიწყოს პოლიტიკური ეთიკისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. აქამდე ყოველთვის პოლიტიკური ძალაუფლება ყველა დონეზე და ყველა სტრუქტურაში ერთ პარტიას ჰქონდა, შესაბამისად ვერ ისწავლიდნენ პოლიტიკოსები თუ როგორ უნდა იმოქმედონ პროდუქტიულად, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება, და მითუმეტეს აღმასრულებელი, უნდა გაუყონ თავიანთ ოპონენტებს. გამოვიყენოთ ეს სიტუაცია ისევ პოლიტიკური კულტურის დასამყარებლად საქართველოში.. ვისწავლოთ მუშაობა, პროფესიონალიზმი;

4.      ვინც დღევანდელი მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს აკრიტიკებს (ზოგი საკმაოდ ემოციურად და რადიკალურადაც, მათ შორის მეც), ყველა ნაციონალებისა და პრეზიდენტის პოლიტიკისა და მეთოდების თანამოაზრე ან მომხრე არ არის. ამიტომ ყველას ნაციონალებად ნუ მოვნათლავთ და „იარლიკებს“ ნუ დავკიდებთ. გავითვალისწინოთ, რომ ამ ხალხსაც კარგი უნდა საქართველოსთვის, უბრალოდ მათ განსხვავებული აზრი აქვთ;

5.      ვინც დღევანდელი მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს აკრიტიკებს ბევრი არის ნაციონალებისა და პრეზიდენტის პოლიტიკის მომხრე და ზოგიც ნაციონალების წევრი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საქართველოსთვის ცუდი უნდათ, უბრალოდ მათაც გასხვავებული აზრი აქვთ;

6.      მივმართავ დღევანდელი მთავრობისა და „ქართული ოცნების“ წევრებსა და მომხრეებს: ვინც ეხლა თქვენ გაკრიტიკებთ ყველა „ნაციონალი“ ან „მიშისტი“ არ არის. ზემოთ მე-4 და მე-5 აბზაცებში ნახსენებ ადამიანებს (საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს) ოსტრიზაციას ან მარგინალიზაციას ნუ გაუკეთებთ, ისე როგორც ეს გააკეთა და შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა თავის დროზე საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებთან მიმართებაში (მაგ. ჩარეცხილები) - როგორც პრეზიდენტს მოუბრუნდა ეს შეცდომა, იგივენაირად მოუბრუნდება დღევანდელ მთავრობასაც. ამ ხალხის რიგებში არიან საქართველოს კეთილმოსურნეები, ბევრი კომპეტენტური, განათლებული და ენერგიული ხალხი. ანუ, ეს ხალხი არის სერიოზული ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული. იმ დანაკარგებზე, რაც აუცილებლად მოჰყვება ამ რესურსის არ-გამოყენებას პასუხისმგებელი იქნება მართველი ძალუფლება, ვინაიდან ეს თქვენი მოვალეობაა, როგორც მართველი პოლიტიკური ძალის, რომ საქართველოში არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოთ სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამიტომ ეცით მათ პატივი, მოუსმინეთ და აქტიურად ჩართეთ ისინიც პროცესებში. ნაციონალებს, სულ ცოტა, სახელმწიფოს მართვის (ავად თუ კარგად) გამოცდილება აქვთ, გამოიყენეთ ეს - მათი და პრეზიდენტის დემონიზაცია გადაჭარბებულია და არავის არ არგებს, არც თქვენ, არც ნაციონალებს, არც პრეზიდენტს, არც ხალხს და არც სახელმწიფოს. იფიქრეთ სახელმწიფოებრივად, მიაგეთ პატივი ინსტიტუციებს - ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და რაც მთავარია ქვეყნის პრეზიდენტს. გახსოვდეთ, რომ საქართველოში ამომრჩევლის 30-40% მათი მხარდამჭერია. როგორც მართველი პოლიტიკური ძალა თქვენ ამ ხალხზეც პასუხს აგებთ;

7.      მივმართავ იმ ადამიანებს რომლებიც არ ეთანხმებიან ეხლანდელი პარლამენტისა და მთავრობის უმეტესს გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს. ან თუნდაც  ვისაც არ მოსწონს მთავრობისა და პარლამენტის შემადგენლობა: შევეგიუოთ და მივიღოთ დღევანდელი რეალობა ვინაიდან ეს მოცემულობა შემდეგ არჩევნებამდე არ შეიცვლება, იმის და მიუხედავად ჩვენ ამას ვეთანხმებით თუ არა, მოგვწონს თუ არა. შევეცადოთ, რომ კრიტიკა იყოს კონსტრუქციული და იმაში რაშიც არ ვეთანხმებით მივაწოდოთ ჩვენებური ხედვა და პრობლემის კონკრეტული ჩვენებური გადაწყვეტის მეთოდები და გზები, ზოგადი განცხადებებისა და იუმორ-სარკაზმ-ცინიზმ ნარევი საჯარო კომენტარების გარეშე - ეს ხომ მეორე მხარესაც აღიზიანებს და ამითი ვამცირებთ იმის შანს, რომ მოგვისმინონ და გაიზიარონ ჩვენი აზრი. ნუ იქნება კრიტიკა მხოლოდ კრიტიკისათვის და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ დავანახოთ, რომ „ჩვენ უფრო ჭკვიანები და პროგრესულები ვართ“. შევეცადოთ, რომ კრიტიკის გარდა ოპონენტებს გავუზიაროთ და ავუხსნათ ალტერნატივა, ჩვენებური ხედვა და ჩვენი ლოგიკა.  ანუ, დარწმუნების, თუ გადარწმუნების ტაქტიკას მივმართოთ - იმას მნიშვნელობა არა აქვს ამაში ვიქნებით წარმატებულები თუ არა. მთავარია ჩვენ ვიყოთ პროდუქტიულები, კონსტრუქციულები, რელევანტურები, საჭიროები და გამოსადეგრები - დავეხმაროთ გამოუცდელ ოპონენტებს მართონ ქვეყანა, ავუხსნათ, განვანათლოთ და დავარწმუნოთ - 100-იდან ერთ რამეში ხომ შევძლებთ, რომ დავარწმუნოთ. მერწმუნეთ, რომ შევძლებთ თუ შესაბამის ფორმას გამოვნახავთ. ასეთი გამალებული ნეგატივიზმი, კრიტიკა და ნერვების შლა არც ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა კარგი და არც შედეგს არ მოიტანს.. უბრალოდ არ მოგვისმენენ და იგნორირებას გაგვიკეთებენ;

8.      ის გასაგებია და ნორმალურია, რომ პოსტ-არჩევნების პერიოდში ემოციები ჭარბობს სამივე მხარის წარმომადგენლებში. ისიც მისაღებია, რომ ბევრი განცხადება ემოციურად გაკეთდა ყველა მხარის მიერ. სამწუხარო ის არის, რომ პოსტ-არჩევნების ეს ემოციური მუხტი (ეიფორია, დაუჯერებლობა, გაწბილება, აღშფოთება)  ზედმეტად დიდი ხანი გაგრძელდა. გავიდა თითქმის 4 თვე - დროა ემოციები გვერდზე გადავდოთ და რაციონალურად შევხედოთ სიტუაციას.




No comments:

Post a Comment