Pages

Wednesday 11 June 2014

I had an "emotional diarrhea against the Georgians" this afternoon

რა განსხვავებაა აზროვნებასა და მიდგომაში, როდესაც საუბარია ამ ორ ტაბუზე: ეკლესია-რელიგიის კრიტიკა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.  ტაბუ ტაბუა! ყველა საკითხის განხილვა შეიძლება და მოსულა. დებატებში და მსჯელობაში იბადება სიმართლე, იკვეთება პრობლემების გადაჭრის, მანამდე უხილავი, საშუალებები. ტაბუები მხოლოდ გონებაჩაკეტილი ადამიანებისთვის არსებობს.

მე ასე მგონია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადარჩენა, რომ ისინი რუსეთს არ შეუერთდნენ, არის მათთვის დამოუკიდებლობის შეთავაზება (რა საკვირველია წინაპირობებითა და გარკვეული დროის განმავლობაში) რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსათვის მომგებიანია...თან ძალიან. 

მე ვერ ვხედავ პრობლემას ორი-სამი, ერთნაირ ღირებულებებზე აგებული და ერთანირი ორიენტაციის მქონე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობაში, თუ ამის გაკეთებას მოინდომებენ აფხაზები, ოსები და ქართველები და თუ ეს შესაძლებელია. ამაზე მეტყვიან, ჩემი ულტრა-ურა-პატრიოტი მეგობრები, რომ ეს შეუძლებელია - კი მაგრამ ეს ვარიანტი ვინმეს ოდესმე სერიოზულად განუხილავს, შეუსწავლია? 2008-2013 წლებში გეოპოლიტიკაში დიდი ძვრები მოხდა და ამ შეცვლილ კონტექსტში არა მგონია ვინმეს სერიოზულად განეხილოს ეს ვარიანტი. თმცა ამაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ზუსტად ის, რომ ამაზე ლაპარაკი ან განხილვებიც კ დაუშვებელია, წარმოუდგენელი!

საქართველოში არის რამოდენიმე საკითხი, რომელთა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იწვევს პარანოიას. ამ საკითხების თუნდაც წამოწევა თავზარს სცემს ხალხს და აფეთქებს გაღიზიანების, გაბრაზების, შიშისა და პანიკის ნაღმს. ხალხი ამ დროს შედის ტრანსში და იწყებს მეტამორფოზს - ეს ალბათ ქართულ გენში შემონახული ზომბირების გენია. ყველას ერთბაშად უწევს წნევა, ეზრდება სხეულის ტემპერატურა და ვოკალური მონაცემები, რომელიც ვერბალურ ფაღარათში გამოიხატება. მოზღვავებულმა სისხლმა ლამის არის თვალის გუგების ძარღვებიდან ნაპორით გამოასხას, ხოლო ბაგებიდან, ხმამაღალი გუნდური ვოკალურ პერფორმანსთან ერთად მოჭარბებული ნერწყვის ნაპორით იწუწებიან გვერდზე მდგომნი. არ გაბედოთ და არ დასვათ შეკითხვები აფხაზეთისა და ცხინვალის "საკუთრების" შესახებ. ნურც მართლმადიდებლობას გააკრიტიკებთ, როგორც რეტროგადულ სუბ-კულტურას. ამ "სუბ-კულტურამ" დაიფაროს, რომ პატრიარქის წმინდანობაში ეჭვის შეგეპაროთ. დის, დედისა და ცოლისა სასქესო ორგანიები და მათი "ხელ-ყლე-ყოფა" ან თუნდაც ხსენება ქრისტეს წამებისას მის მაჯებში ლურსმნის ჩაჭედების ტოლფასია. ხოლო, ჩვენი ქალიშვილების ქალიშვილობის აპკი კი ქართველი მამის, ძმისა და ბიძაშვილის ღირსებაა. ჩვენს დებს, დედებსა, ქალიშვილებსა და ცოლებს ხომ სექსი არა აქვთ, მათი მუტელი ქალის ჩვეულებრივი მუტელი არ არის - ის ქართველი ვაჟკაცის ღირსებაა პედესტალზე შემოდებული, რომელსაც მთელი ერი ეთაყვანება. მე მუტლის ასეთ განდიდება და მისი ასეთ შიში არცერთ ქვეყანაში არ მინახავს - მუტლმოშიში ერი. როგორც ვიღაც ჭკვიანმა სთქვა „შიში შეიქმს სიყვარულსა“ - კარგად უთქვია, თან ქართველებზე.
ამ ბოლო დროს გამოჩნდა ახალი, შეიძლება უფრო მნიშვნელოივანი, ქართველი კაცის ღირსების გამომხატველი სიმბოლო: სხვა მამაკაცის ტრაკი! ანუ, ქართველი ვაჟკაცის ღირსება ილახება თუ ვიღაც სხვა მამაკაცი, ვიღაც კიდევ სხვა მამაკაცთან წევს და აქვს ინტიმური კავშირი.

ხალხნო, გადახედეთ ზემოთ ქართველების ხელშეუხებელ ღირებულებებს!!!!!!!!! შიგა გაქვთ?!
აბა, ურაპატრიოტებო, ფეოდალებო, აზნაურებო (შემოდგომის)  გამაოვლინეთ თქვენი პატრიოტიზმი, კიდევ ერთხელ შემახსენეთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "თქვენია"  - პუტინსაც ჰგონია, რომ ყირიმი მისია, პალესტინელებსაც ჰგონიათ რომ იერუსალიმი მათია, ჩინეთში კი ტაივანი მათი ჰგონიათ, სერბეთი ნელნელა ეგუება კოსოვოს დამოუკიდებლობას, საბერძნეთს კვიპროსი მისი ჰგონია, ბრიტანეთს შოტლანდია მისი ჰგონია, ესპანალებს კი კატალონია თავის საკუთრებად მიაჩნიათ... რამდენი ჩამოვთვალო?!
ცოლ-დედა-და-ქალიშვილის მუტლებს გაუფრთხილდით, ხელი ააფარეთ და ცივი ნიავი არ გააკაროთ.
გეებს სახლებში კამერები დავუყენოთ, რომ უჩუმრად არ გაბედონ და ვიღაც სხვა კაცთან ან ქალთან ქართულ-ხალხური, ვაჟკაცურ-მამაპაპისეული ღირსება არ შეგვილახონ.







Thursday 29 May 2014

“Rome was not built in a day”

“Rome was not built in a day”

7 February 2014 at 15:17
I feel that sometimes certain sensitive though very important issues are overly propagated in Georgia which, I believe, undermine the very purpose of the intension to modernize the society.

I mostly refer to the issues and concepts related to the contemporary understanding and acceptance of the modern Western and liberal values (well captured and summarized in the UDHR, EU Charter and ინ the related conventions), some of which, by the way, might not necessarily be of the western origin per se. Nevertheless, the West was able to pick up, develop and evolve these traditional and conventional values, revise and broaden them i.e. upgrade and modernize the principles, so that they work for and match the increased standards (material and moral), aspirations and intellect of the society that is far more educated and aware than it was few centuries ago. Perhaps this is the most important merit of the Western civilization to the mankind that it was able to make the values, morals and principles work for the people, rather than the other way round. Laws, constitution and parliament are the perfect manifestation of this – the moral and behavioral standards and frameworks are dynamic and have to be modified based on the needs of a particular society.  That is to say that the Western cultures recognized that with human development, belief systems, values and morals will have to evolve as well in order to keep up with the human’s deepening intelligence and increasingly complex requirements. More importantly, the revisions are essential for the purpose of ensuring that the belief and value systems, moral framework and principles remain relevant, applicable and meaningful so that thet continue to be a credible reference for the societies to manage and regulate essential aspects of the human collaboration, relationships, etc.  Otherwise and if the systems are not upgraded, sooner or later they will become fully outdated and absolutely irrelevant and people will begin ignoring them all i.e. society with no moral framework and with no values.

Unfortunately and for various objective and subjective reasons, not all the nations and cultures were able to do the same as the Western civilization did. Therefore, in the context of those nations and societies that would like to join the Elite Western Club (only those who want, mean and intend), but did not “upgrade” their mediaeval values as yet, it is extremely difficult and sensitive to try and introduce, explain and promote such new ideals.

With the rapid infiltration, dissemination, understanding and acceptance of some of the essential contemporary Western principles by certain but limited parts of the society, the Georgians will probably need to be more careful and more patient instead of being radical and aggressive in advancing the idea of challenging the aged, well-established and deeply engraved medieval values.

Overdoing it, pitching the ultra-liberal or libertarian public rhetoric and highlighting the backwardness of the glorious Georgian customs and traditions may just backfire and have dramatic consequences. It is widely known that people react most aggressively and become extremely defensive when their belief systems and moral values are challenged. Either they react aggressively and go on offensive or they shut themselves down, withdraw from public life and switch to the stiff defense mode. Either of these scenarios are bad news for the “Western values” as penetration rate in the minds and hearts will be low or none, while the entire process will not yield the desired impact.

Moreover, I think that forcing liberal values on to the societies contradicts the very essence and meaning of these values. It’s all about the informed choice and decision. It’s all about managing the changes through education and awareness raising as opposed to managing them through the top-down forceful coercion. The latter can be very quick but I doubt that it is sustainable without the continued pressure from the top. On the other hand the first option requires more time, patience, discipline and persistency – regrettably though, these traits seem to be quite alien to the general Georgian character.

To illustrate my point, it’s like trying to convince a Jehovah pregnant woman that she needs to undergo cesarean or else she and her baby may die.
  1. The doctor does not explain anything to her. They just tell her that she will undergo the operation because it’s best for her. Then they strap her to the stretcher in haste, then off to the theatre and baby is born in few hours. All the woman knew about the cesarean before coming to the clinic was that it is a sin, taboo in her society, condemned disgraceful act of interfering in to the God’s will, etc. As a result and after the delivery, the woman is furious, devastated and depressed. Her husband and her community are accusing her of breaking the community rules and traditions. She feels that she has betrayed her faith, the God himself. Of course she is going to hate the doctor, the clinic, the whole science of cesarean and possibly even her own child. She will most probably develop resentment and pass it on to the others, as she will play a role of a victim, or a survivor, or an oppressed Jehovah witness, which was forced in to a sin and now she has legitimacy and credibility to talk about the cesarean, doctors and clinics.  Such method fosters mobilization and radicalization of the adversaries to the changes.
  2. Or, the other option is that the doctor and the clinic work with her throughout her pregnancy, explaining the science of fetus growth and development, biology, gynecology and the related risk to gradually prepare her for the acceptance of the concept that saving her and her baby’s life is more important than the delivery method. In this case you may have pretty good chances of convincing her and obtaining her voluntary consent (of course, there are chances that you may fail as well).  The final outcome may not be so clear and straightforward as with the above option, but if it works then it is sustainable as then later she will pass the message on to other women as well. This method, unlike the first one, nurtures the critical thinking, questions and doubts in the minds of the targeted population.
Persuasion may be a long and hard process, but it is sustainable and helps building the alliances. Persuasion can only work if the other party is willing, pre-disposed and ready to listen. They won’t listen if from the onset we tell them that whatever they believe in is rubbish. They will listen only if we pay and demonstrate due and genuine respect to their belief systems, values and moral. Only if a persuader is empathetic he or she will have a chance of disposing the object of the persuasion (“persuadee”) to openness, listening and critical thinking. Some may call it “manipulation”, or “conversion”… they can call it whatever they want, but I think this is the only reasonable and respectful way to try and trigger the changes in a country such as Georgia.  

ოლიმპიადაზე

ოლიმპიადაზე

7 February 2014 at 14:38
ოლიმპიადაზე

ემოციურად ცოტა მწყინს, არ მომწონს, ვბრაზდები კიდეც, მგონია, რომ სახელმწიფოს და ერის ღირსება ილახება... ზოგადად იქ საქართველოსა და ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა არასასიამოვნო, შემაწუხებელ გრძნობებს მიჩენს. შევეცადე ეს გრძნობები დამეშალა პატარა ნაწილაკებად და რაციონალურად გამეანალიზებია ჩემი პირადი, მხოლოდ ჩემი ემოციური განწყობა და ლოღიკა.

მოკლედ, ამ ზემოთ თქმულის, ყველაფერი ამის და მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ მაქვს სხვა მოსაზრება და ემოციებიც, როდესაც ლოგიკურად ვანაწილაკებ ამ საკითხს.

წასვლა არ წასვლა ეს ინდივიდუალური სპორცმენის გადასაწყვეტი იყო და შესაბამისად ოლიმპიადაზე დასწრება-არდასწრებასთან დაკავშირებული ღირსება ან უღირსობის საკითხები უფრო ეხება არა მთავრობას, არამედ სპორტსმენს, თუ ასეთ პასუხისმგებლობის საკითხი საერთოდ უნდა დადგეს (მე მგონია, რომ არ უნდა დადგეს, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა, ანუ გადამხდელები, მხარს უჭერს მონაწილეობას). საბოლოო ჯამში ეს სპორტსმენების გადასაწყვეტი იყო. ანუ, სპორტსმენები თუ იტყოდნენ უარს პირადი მოსაზრებების გამო, იქ სასრიალოდ ჯაჭვლიანი და საღანელიძე ვერ წავიდოდნენ და ვერც ღარიბაშვილ-ბესელიასგან გამოვიდოდა მოციგურავეთა დუეტი.

პიროვნული თავისუფლება, ლტოლვა თვითრეალიზაციისათვის და ბედნიერებისათვის, ჩემის აზრით, უფრო მაღლა დგას და უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე „ენა, მამული, სარწმუნოება“ ან თუნდაც იმ სახელმწიფოს და ერის დამოუკიდებლობა, ღირსება და თავისუფლებაც სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. მე ვაღიარებ, რომ ეს ძალიან მნიშნელოვანი ღირებულებებია და ეს ჩემი ღირებულებებიც არის, მაგრამ, ჩემთვის ღირებულებების იერარქიაში პატრიოტიზმი არ დგას პირად ბედნიერებაზე, თვითგანვითერებისა და თვითრეალიზაციაზე მაღლა და ამიტომ თუ დგება არჩევანი ამ ორს შორის მე ვაკეთებ არჩევანს ბუნებრივად - პრიორიტეტების მიხედვით. სახელმწიფოს, ერსა და პიროვნებას შორის პიროვნება უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. თუმცა, იმედია და ძალიან სასურველია, რომ ასეთი არჩევანი არავის არ დაუდგება არასოდეს, მაგრამ რეალობა სხვანაირია და ასეთი სიტუაციებში ვარდება ბევრი ხალხი და საკმაოდ ხშირადაც. თუ თქვენთვითონ არასოდეს არ ყოფილხართ ასეთ რთულ სიტუაციაში და არ დამდგარხართ ასეთ არჩევნის წინ, მაშინ თქვენ მორალური უფლება არა გაქვთ განსაჯოთ ეს სპორტსმენები - თქვენ როგორ მოიქცეოდით? ადვილი სათქმელია, არა, როდესაც ასეთი დილემის წინ ჯერ თქვენ არასოდეს არ დამდგარხართ?!

ამის განსჯის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ხალხს, ვინც დამდგარა ასეთი არჩევნის წინაშე და აირჩია პატრიოტიზმი, თავისი პიროვნული ბედნიერების, ღირსების, თავისუფლების და თვითრეალიზაციის ხარჯზე. მე ასეთი ხალხის წინაშეც ვიხრი ქედს, ვცემ პატივს - ესენი არიან ის ხალხი რომელთაც შეგვიძლია ვუწოდოთ „გმირები“, ამ სიტყვის კონვენციური და ტრადიციული გაგებითა და მნიშვნელობით. ანუ, საზოგადოებისათვის და ხალხისათვის ის სწირავს თავს... ეს ძალიან ქრისტიანულ-მოწამეობრივია, ცოტა სოციალისტურიც და აგრეთვე პათეთიკურიც, ჩემი აზრით: მსხვერპლშეწირვა და თვითგვემა მოძელებული ღირებულებები მგონია, ისევცე როგორც პატრიოტიზმი, მაგრამ ისევ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ასეთი ხალხისადმი.   

გამოდის, რომ საზოგადოების ნაწილი სპორტსმენებს ეუბნება რატომ არა ხართ გმირებიო და ამისათვის მთავრობა არის დამნაშავე და პასუხისმგებელიო. გმირობა დაძალებით?


მე ამ მოკლე წერილით მინდოდა დამენახებია ოლიმპიადის საკითხი კიდევ ერთი კუთხიდან და თვალსაწიერიდან. მინდოდა წინ წამომეწია პიროვნული და ადამიანური ასპექტი, გამემახვილებია ყურადღება არა სახელმწიფოზე არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ მიდიან.

დაბოლოს, იმასაც ვაღიარებ, რომ ჩემი ემოციური განწყობა ამ საკითხისადმი და  რაციონალური დასკვნები ერთმანეთთან კონფლიქტში არიან, თან ისეთ დაპირისპირებაში, რომ დავიღალე და გადავწყვიტე დავიკიდო ოლიმპიადა :)

ნაცები, ქოცები, "შუაშისტები" და "არავისტები"

ნაცები, ქოცები, "შუაშისტები" და "არავისტები"

23 January 2014 at 11:01
მე არ ვიცი ვის ეძახიან „შუაშისტებს“, ან რა დამოკიდებულებაა მათდამი ზოგადად საზოგადოებაში, ან თუნდაც ნაცმოძრაობაში და მათ მიმდევრებს შორის, ან ქოცებში. „შუაშისტები“ ალბათ ის ხალხია ვისაც:
  1. არჩევანს ხედავენ დღეს არსებულ ორ ბანაკს შორის მხოლოდ;
  2. არ მოსწონს და არ ეთანხმება ბევრ მოსაზრებებსა და ქმედებებს ორივე ბანაკში;
  3. მიაჩნია, რომ ორივე ბანაკში არიან შტერი, არაპროფესიონალი, გაუნათლებელი, კორუმპირებული, დამნაშავე და უღირსი ადამიანები;
  4. მოსწონს და ეთანხმება რაღაც ქმედებებს და მოსაზრებებს ორივე ბანაკში;
  5. მიაჩნია, რომ ორივე ბანაკში არიან რამოდენიმე პროფესიონალი, განათლებული, პატრიოტი, კეთილსინდისიერი და სანდო პოლიტიკოსი;
  6. მიაჩნია, რომ რადიკალური და უკომპრომისო დამოკიდებულება მეორე ბანაკისადმი არა მარტო ესთეტიურად და ემოციურად გამაღიზიანებელი და შემაწუხებელია, არამედ არაკონსტრუქციულიც, არაეფექტური და არაცივილური. ღია, აგრესიული და გავეშებული კონფლიქტი, უაზრო და უშნაარსო ჭყიპინი, ბრალდებები, ჭორაობა, პროვიკაციები და ა.შ. აღიზიანებს და უქმინს დიდ დისკომფორტს.
ასეთი „შუაშისტების“ გაკიცხვა, გარიყვა, განსჯა,  დაცინვა, მარგინალიზაცია და მასხარად აგდება ორივე, ან რომელიმე ბანაკის მიერ არის (იქნება) სერიოზული ტაქტიკური შეცდომა, ვინაიდან ეს ხალხი არის ზუსტად ის ჯგუფი რომლის გადმობირებაზეც და მოხიბლვაზეც უნდა მუშაობდეს ორივე ბანაკი, რისი შანსიც თანაბრად არსებობს ორივე გუნდისათვის i.e. this is the target group of undecided. In my view, this should be the main goal of both parties if either of them knows how to do the politics.

ნაცების, ქოცების, „შუაშისტებისა“ და პატარა, უპერსპექტივო პარტიების მხარდამჭერების გარდა არსებობს კიდევ ერთ კატეგორია, რომლესაც შეიძლება დაერქვას „არავისტები“. ეს ის ხალხია, რომელთაც „შუაშისტებთან“ ბევრი საერთო აქვთ (2,3,4,5 da 6 პუნქტები ზემოთ), მაგრამ ფუნდამენტალური განსხვავება აქვთ 1-ელ პუნქტში: განსხვავებით „შუაშისტებისგან“ , „არავისტები“ არჩევანს არსებული პოლიტიკური სპექტრისა, ორ ძირითად ბანაკსა და არსებული პატარა პარტიების მიღმა ხედავენ - ისინი შუაში, გვერდზე, იქ, მარცხნივ, მარჯვნივ, ახლოს ან შორს  კი არ დგანან, არამედ მათ ადგილი და პოზიციისათვის ადგილიც კი არ არის დღევანდელ პოლიტიკურ არჩევანში.   ყველანი „არავისტების“ გარდა იღებენ და ემორჩილებიან ორი ძირითადი ბანაკის მიერ დაწესებულ თამაშის წესებს. ყველანი არიან ამ ორ ბანაკს შორის, მათი გავლენის ქვეშ, იმ სცენაზე და იმ ფართში რომელიც ამ ორმა ბანაკმა განსაზღვრა. შესაბამისად „შუაშისტების“ხედვა (ისევე როგორც ნაცების, ქოცების და პატარა პარტიების მხარდამჭერთა) შეზღუდულია და არის ნაწილი იმ მოცემულობისა, რომელიც ამ ორმა დიდმა ბანაკმა შექმნა. "არავისტები" დღეს ვერ ხედავენ სანდო, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ, თავისუფალ, პრინციპულ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას საქართველოში. შესაბამისად არ ემხრობიან არც ერთ ბანაკს. "შუაშისტები" ორივეს, თან არც ერთს არ უჭერენ მხარს.

მე ჩემს აზრს ქოცების უმეტესობაზე აღარ გამოვხატავ, ვინაიდან ყველამ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება იმ „გენიოსი“ და „სუპერპროფესიონალი“ პოლიტიკოსებისა და პერსონებისადმი, რომლებიც ქოც-ბანაკში მოღვაწეობენ და მათ სახეებს წარმოადგენენ. არც იმაზე შევჩერდები, რომ კოალიცია ჭრელია, სადაც ერთმანეთთან ფუნდამეტალურად შეუსაბამო ფერებია აღრეული და აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ ამ პოლიტიკური ძალის ზრდისა და განვითარების პერსპექტივას - ეს იყო a Task Team, რომელიც შეიქმნა მხოლოდ კონკრეტული, მოკლე ვადიანი პროექტის (დავალების - არ არის აუცილებელი ეს იყოს რუსეთის დავალება) შესასრულებლად (ნაცებისა და მიშების მოქესტვა). ასეთი ტიპის და ასე შექმნილ გუნდებს აზრი მხოლოდ მაშინ აქვთ, როდესაც ის დაიშლება როგორც კი დავალება/პროექტი შესრულებულდება/დაიხურება.

რაც შეეხება ნაცებს: ჩემთვის ცხადია, რომ მათ და მიშამ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი (ზოგი ისტორიული) რეფორმა გააკეთეს, მაგრამ ამავე დროს პროცესში ბევრი დიდი (შეიძლება ფატალურიც) შეცდომა დაუშვეს და ბევრი დანაშაულიც ჩაიდინეს. გასაგებია, რომ ასეთ შეცდომებსა და დანაშაულს ნაცებში ერთეულები ჩადიოდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ხალხი ნაცებს ჰყავდად და დღესაც ჰყავთ.  ჩემთვის, ნაცების სანდომიანობაში ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ მათ ძალა და პრინციპულობა არ ეყოთ, რომ ასეთი ხალხი მოეშორებინათ... დღესაც კი ვერ ემიჯნებიან. სავარაუდოდ, ვერ იშორებენ იმიტომ, რომ ვინც მოსაშორებელია იმან სხვებზეც იცის და „გაიყოლ-ჩაიყოლიებს“ სხვებსაც. ეს კიდევ მით უარესი: „ზნაჩიტ“ ნაცების გუნდში იმაზე ბევრია დანაშაულში გახვეული ვიდრე გვგონია. აი, ეს არის იმიჯი და ლოგიკა ბევრი ხალხისა, რასაც მეც ვიზიარებ სანამ ნაცები სერიოზულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ არ იშორებთ და იცავთ, ესეიგი თქვენც გასვრილები ხართ. თუ არ ხართ მოიშორეთ, ისევე რადიკალურად როგორც რეფორმებს აკეთებდით 9 წლის განმავლობაში, და სხვა თანაგუნდელებს ღიად იშორებდით, როდესაც ისინი ყღლეობებს აკეთებდნენ (მაგ. ოქრუაშვილი). ანუ, შეგიძლიათ როდესაც გინდათ.
საქმე იმაში არ არის ქოცები და პროკურატურა გამოიძიებენ თუ არა და გასამართლედებიან ის რამოდენიმე დამნაშავე ნაცი თუ არა. არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე ეს პროკურატურა და ეს სასამართლო „ფაქტზე“ დაკავებულ დამნაშავეზე ვერ წარადგენს და აწარმოებს საქმეს წესიერად. საქმე იმაშია, რომ ნაცებმა, ქოცებმა, „შუაშისტებმა“, „არავისტებმა“ და ზოგადად ყველამ იციან, რომ რამოდენიმე ბინძური ტიპი ნაცებში არსებობს. ხალხს კი ერთადერთი ახსნა იმისა, რომ ნაცები არ ემიჯნებიან ამ რამოდენიმე ტიპის არის ის, რომ ნაცებში უმეტესობა გასვრილია და ამ რამოდენიმე ტიპის მოკვეთის ეშნიათ, რომ სხვებიც არ ჩაძირონ. ასე რომ, ქოცებისგან განსხვავებით, მე მგონია, რომ ნაცებს მომავალი და პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ, თუ კეთილსინდისიერად და პრინციპულად მოიქცევიან... თუ არა და, შანსი არა აქვთ - ამით უფრო მეტ შანს აძლევენ ქოცებს, კარგავენ "შუაშისტებსა" და ვერ არწმუნებენ "არავისტებს".

ისევ მიშა?!

ისევ მიშა?!

16 February 2014 at 14:01
მე მგონია, რომ აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ცხოვრების, მოღვაწეობისა და საქმიანობის თვალ-ყურის მიდევნება, საჯაროდ გაშუქება და განხილვა; ზოგადად დღესაც საზოგადოებისა და მედიის ნაწილის მიერ მისდამი ინტერესი ზუსტად იმ „ოკულტიზმის“ ნიშანია, რომლის მორჩენა, სამწუხაროდ, საქართველოს საზოგადოებამ 21-ე საუკუნეშიც კი ვერ შესძლო (ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო).

წარსულისაკენ ლტოლვა, წარსულისადმი რომანტიკა, აწმყოს გმობა და „კარგი ძველი დროის“ განდიდება; სურვილი, რომ წარსული ან მისი რომელიღაც მონაკვეთი ისევ დაბრუნდეს არაფერი ახალი არ არის საქართველოსათვის - საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები „მეინსტრიმი საზოგადოება“ ყოველთვის წარსულით ცხოვრობდა, მისტიროდა მას, ყოველთვის წუწუნებდა აწმყოზე და ოცნებობდა მომავალზე (მისი დაგეგმვისა და მერე ამ გეგმის შესრულების ნაცვლად). ეს იყო ყოველთვის განწყობა, ტონი, მანერა... რამაც ჩამოაყალიბა ქართული ტრადიციები, რომლებიც განადიდებენ წარსულს და არა მომავალს ან აწმყოს. მე მგონი, თვითონ ნაცები და „მიშისტები“ გაებნენ ამ მახეში, როდესაც ყველას ეგონა, რომ აი ზუსტად ამას ებრძონენ ნაცები. მალშ, მალიშ.

ასე „მიშას“ გაფეტიშება სულ ცოტა სასაცილიოა.... ზოგადად ნებისმიერი რამის ან ვინმეს გაფეტიშბა ..ობად მიმაჩნია, მაგრამ  „მიშასი“?! არ ღირს. იმიტომ, რომ „მიშა“ ეგეთი „გრანდიც“ არ არის, არც აკადემიურად, არც პოლიტიკურად, არც როგორც პიროვნება რომ იმსახურებდეს ასეთ ყურადღებას. მოკლედ, საშუალო დონის კარგი მოაზროვნეა, რომელიც ჟღრს პროგრსულად, მაგრამ ხანდახან არ თაკილობს შუასაუკუნეების ან საბჭოური მეთოდების გამოყენებას; რომელმაც თავისივე საჯაროდ განცხადებული პრინციპები და მორალი დაარღვია (რაზეც ლაითად ბოდიშიც მოიხადა). დიახ, უხელმძღვანელა ბევრ ძალიან მნიშნელოვან რეფორმას და (იმედია) საბოლოოდ შეცვალა რამოდენიმე მანკიერი ჩვევა და პრაქტიკა. ამავე დროს მისი მმართველობისა და მთავრობის დროს ჩადენილი იქნა დანაშაულები, ზოგი ძალიან სერიოზულიც... რაზეც მან თვალი დახუჭა, სულ ცოტა.

მე მგონია, რომ მიშამ რომ დაიმსახუროს ისევ საზოგადოების ყურადღება მას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, ბევრი სამუშაო, რომ ხალხი ისევ მას ენდოს ან თუნდაც დაუჯეროს. დღეს ის არის ნახევრად-წარმატებული, ნახევრად-შეზიზღებული ყოფილი პრეზიდენტი, კერძო პირი არც თუ ისეთი შთამბეჭდავი აკადემიური ან დიდი პოლიტიკური გამოცდილებით... ყოფილი ახალბედა, ახალგაზრდა, ჯერ-ჩამოუყალიბებელი და დაუღვინებელი პოლიტიკოსი გლობალურ პოლიტიკურ სცენაზე - მას დაღვინება და დრო, ბევრი მუშაობა დასჭირდება, რომ მან ამ მაღალ „კლუბში“ ჯერ ადგილი დაიმკვიდროს და მერე გაიზარდოს. დაველოდოთ დიდი ემოციებისა და გადაჭარბებული აღტკინების გარეშე თუ რას და რმდენს მოახერხებს იგი, მანამდე კი დაიკიდეთ, დაივიწყეთ მიშა - მას დღეს არავინ არაფერს არ ეკითხება he is an irrelevant politician and a person at the moment. We shall examine him when, and if at all, he becomes relevant again. Until then, who’s Misha? Who the f… is Misha? Get over it he is in the past.

საქართველო, მაიდანი და ოლიმპიადა - ვის ატყუებთ? პუტინს? დასავლეთს? თუ ამომრჩევლებს?

საქართველო, მაიდანი და ოლიმპიადა - ვის ატყუებთ? პუტინს? დასავლეთს? თუ ამომრჩევლებს?

21 February 2014 at 09:58
მთავრობა და ხელმძღვანელობა (პრემიერი და პრეზიდენტი საჯაროდ) პასუხისმგებლობასმაიდანზე ორივე მხარეს (!!!) აკისრებენ და რუსეთის აქტიურ ჩართულობაზე ან დანაშაულზე არ ლაპარაკობენ :))) ერიდებიან :))))))))))))))))))) თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ეს ასეა.
ეს დიპლომატია და პოლტიკა არ არის, ეს ანტი-დიპლომატია და ანტი-პოლიტიკაავინაიდან მსოფლიოში შეიკრიბა კლუბი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების, რომელიცღიად ამბობს, რომ რუსეთი ჩართულია და რომ რუსეთი დამნაშავეა. შენ აცხადებ, რომ შენამ კლუბში არა ხარ ან მათ არ ეთანხმები, ან საერთოდ პოზიცია არა გაქვს, ან თუ გაქვს ესპოზიცია განსხვავდება ამერიკა-ევროპის პოზიციისაგან. კულუარებში რასაც ამბობ ესპუტინმაც კარგად იცის, ამიტომ საჯაროდ რომ ასეთ საწინააღმდეგო და წინააღმდეგობრივსისულელეებს ამბობ (რასაც სინამდვილეში არ ფიქრობ) ამაზე პუტინი იცინის დახალისობს, რომ მისი გეშინია… თქვენ გგონიათ, რომ როდესაც ამბობ, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება ამას პუტინი გიჯერებს? საჯაროდ ერთს ამბობდა მერე დასავლელ პატრონებთან, რომ მიდიხარ ჩუმად ეთანხმები, რომ ეს სულყველაფერი რუსეთის ბრალია. თან შენს ამომრჩეველს ატყუებ და ეუბნები, რომ რუსეთი კი არ არის პასუხისმგებელი, არამედ ორივე მხარეა. დებილი ხარ, ტო?

მე ადრე ვთქვი, რომ რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, რომ საქართველოს გამოეცხადებია ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადისათვის, საბოლოოდ მაინც სპორტსმენების პირად გადაწყვეტილებას ვცემ პატივს და მესმის მათი თვითრეალიზაციის სურვილისა და ამბიციისა. ამიტომ მგონია, რომ სპორტსმენები სოჭში ოლიმპიური დროშით უნდა გამოსულიყვნენ სადაც სახელწიფო აცხადებს ბოიკოტს თან ამავე დროს სპორტსმენებს აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას: ოლიმპიადა ხომ სპორტსმენის ოცნებაა! აგრეთვე, ის რომ სხვა არც ერთი ქვეყანა არ უცხადებდა ბოიკოტს, ამანაც მომთაფლა (ბოლომდე ვერა მაინც) და ვიფიქრე წავიდნენ ისრიალონთქო. მაგრამ, უკრაინელი სპორტსმენების ნაწილის მიერ ბოიკოტის გამოცხადებით და მათი სოჭიდან გამგზავრების მერე იმედი მქონდა, რომ ქართველი სპორტსმენებიც თავის მოქალაქოებრივ პოზიციას გამოხატავდნენ, იმიტომ რომ მათ უფრო „ვესკი პრიჩინა“ აქვთ ბოიკოტისათვის ვიდრე იმ უკრაინელებს რომლებმაც დატოვეს ოლიმპიადა. აგრეთვე თუ მთავრობა აღიარებს (აღიარებს რო?), რომ დღეს მაიდანზე მიმდინარე პროცესები საქართველოსაც ეხება, ან შეეხება, მაშინ სოლიდარობას რატომ არ უცხადებს იგი მაიდნელებს და უკრაინელ სპორტსმენებს?

კარგით რა! დიპლომატია-პოლტიკა-საერთაშორისო ურთიერთობების მოკლედაჩქარებული კურსი მაინც გაიარეთ და ჟურნალისტებთან "ბლატაობის" კურსები წაუკითხეთ რუსებს.
მე ადრე ვთქვი, რომ რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, რომ საქართველოს გამოეცხადებია ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადისათვის, საბოლოოდ მაინც სპორტსმენების პირად გადაწყვეტილებას ვცემ პატივს და მესმის მათი თვითრეალიზაციის სურვილისა და ამბიციისა: ოლიმპიადა სპორტსმენის ოცნებაა! აგრეთვე, ის რომ სხვა არც ერთი ქვეყანა არ უცხადებდა ბოიკოტს, ამანაც მომთაფლა (ბოლომდე ვერა მაინც) და ვიფიქრე წავიდნენ ისრიალონთქო. მაგრამ, უკრაინელი სპორტსმენების მიერ ბოიკოტის გამოცხადებით და მათი სოჭიდან გამგზავრების მერე, სახლმწიფოს უნდა გაოეძახა ეს სპორტსმენები უკან და თუ მაინცდამაინც სპორტსმენებს უნდოდათ გაეგრძელებიათ ასპარეზობა ეს შეეძლოთ გაეკეთებიათ ოლიმპიური დროში ქვეშ. ტექნიკურად უკრაინელებზე უფრო მეტი მიზეზი ქართველებს აქვთ ბოიკოტისათვის. აგრეთვე თუ მთავრობა აღიარებს, რომ დღეს მაიდანზე მიმდინარე პროცესები საქართველოსაც ეხება, ან შეეხება, მაშინ სოლიდარობას რატომ არ უცხადებს იგი მაიდნელებს და უკრაინელ სპორტსმენებს?  Ukrainians made a statement in response to what Russia does in Kyiv: what is the Georgian reaction?
 მთავრობა და ხელმძღვანელობა (პრემიერი და პრეზიდენტი საჯაროდ)პასუხისმგებლობას მაიდანზე ორივე მხარეს (!!!) აკისრებენ და რუსეთის აქტიურჩართულობაზე ან დანაშაულზე არ ლაპარაკობენ :))) ერიდებიან :))))))))))))))))))) თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ეს ასეა.
ეს დიპლომატია და პოლტიკა არ არის, ეს ანტი-დიპლომატია და ანტი-პოლიტიკაავინაიდან მსოფლიოში შეიკრიბა კლუბი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების, რომელიცღიად ამბობს, რომ რუსეთი ჩართულია და რომ რუსეთი დამნაშავეა. შენ აცხადებ, რომ შენამ კლუბში არა ხარ ან მათ არ ეთანხმები, ან საერთოდ პოზიცია არა გაქვს, ან თუ გაქვს ესპოზიცია განსხვავდება ამერიკა-ევროპის პოზიციისაგან. კულუარებში რასაც ამბობ ესპუტინმაც კარგად იცის, ამიტომ საჯაროდ რომ ასეთ საწინააღმდეგო და წინააღმდეგობრივსისულელეებს ამბობ (რასაც სინამდვილეში არ ფიქრობ) ამაზე პუტინი იცინის დახალისობს, რომ მისი გეშინია… თქვენ გგონიათ, რომ როდესაც ამბობ, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება ამას პუტინი გიჯერებს? საჯაროდ ერთს ამბობდა მერე დასავლელ პატრონებთან, რომ მიდიხარ ჩუმად ეთანხმები, რომ ეს სულყველაფერი რუსეთის ბრალია. თან შენს ამომრჩეველს ატყუებ და ეუბნები, რომ რუსეთი კი არ არის პასუხისმგებელი, არამედ ორივე მხარეა. დებილი ხარ, ტო?

მე ადრე ვთქვი, რომ რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, რომ საქართველოს გამოეცხადებია ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადისათვის, საბოლოოდ მაინც სპორტსმენების პირად გადაწყვეტილებას ვცემ პატივს და მესმის მათი თვითრეალიზაციის სურვილისა და ამბიციისა. ამიტომ მგონია, რომ სპორტსმენები სოჭში ოლიმპიური დროშით უნდა გამოსულიყვნენ სადაც სახელწიფო აცხადებს ბოიკოტს თან ამავე დროს სპორტსმენებს აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას: ოლიმპიადა ხომ სპორტსმენის ოცნებაა! აგრეთვე, ის რომ სხვა არც ერთი ქვეყანა არ უცხადებდა ბოიკოტს, ამანაც მომთაფლა (ბოლომდე ვერა მაინც) და ვიფიქრე წავიდნენ ისრიალონთქო. მაგრამ, უკრაინელი სპორტსმენების ნაწილის მიერ ბოიკოტის გამოცხადებით და მათი სოჭიდან გამგზავრების მერე იმედი მქონდა, რომ ქართველი სპორტსმენებიც თავის მოქალაქოებრივ პოზიციას გამოხატავდნენ, იმიტომ რომ მათ უფრო „ვესკი პრიჩინა“ აქვთ ბოიკოტისათვის ვიდრე იმ უკრაინელებს რომლებმაც დატოვეს ოლიმპიადა. აგრეთვე თუ მთავრობა აღიარებს, რომ დღეს მაიდანზე მიმდინარე პროცესები საქართველოსაც ეხება, ან შეეხება, მაშინ სოლიდარობას რატომ არ უცხადებს იგი მაიდნელებს და უკრაინელ სპორტსმენებს?
კარგით რა! დიპლომატია-პოლტიკა-საერთაშორისო ურთიერთობების მოკლედაჩქარებული კურსი მაინც გაიარეთ... 
Like ·  · 

ქართველი ჟურნალისტები

ქართველი ჟურნალისტები

21 February 2014 at 08:54
რით განსხვავდება ის ქართველი ჟურნალისტი რუსული საინფორმაციო შაშუალებებისაგან, რომელიც მაიდანის ამბებს „ჭიაკოკონობას“ უწოდებს? და თან ასეთ „ჟურნალისტს“ ტელეარხი სამსახურიდან არ აგდება.. არც ბოდიშს უხდის უკრაინელებს.

სანამ საქართველოში არ გაჩნდებიან განათლებული და პროფესიონალი, მოაზროვნე და წესიერი ჟურნალისტები, რომლებიც საერთო საკაცობრიო ღირებულებებს იზიარებენ და არიან მათი ერთგულნი, ისეთ ჟურნალისტები რომლებიც ლოკალურად კი არ ხედავენ და აზროვნებენ, არამედ აქვთ უნარ-ჩვევები, რომ დიდი გლობალური სურათი  დაინახონ და საქართველოში მიმდინარე პროცესები ამ კუთხით გაანალიზონ, მანამდე ქვეყანას შანსი არა აქვს. ქართველი ჟურანლისტებისა და ტელეარხების ყურება თვითგვემაა ჩემთვის. მთავრობასა და პარლამენტზე უფრო ქართველი ჟურნალისტები არ მომწონს.

დღეს საქართველოში ჟურნალისტების 99% „ტაკი მასხარაა“, ვიწრო ორთოდოქსული აზროვცნების, ტლიკინა, ჭყიპინა, გაუნათლებელი და თავის თავზე შეყვარებული, თავისი ვითომ-პოპულარობით აღრფთოვანებული ტიპები არიან. ჯერ ხომ თემებს ვერ ამზადებენ და რეფერენსები არ ახსოვთ, უხვად იყენებენ ჭორებს, რომლებიც ბიძაშვილის-მეზობლის-ძმაკაცის-ნათლიის წყაროზეა აგებული... (იმან პირადად უთხრა და თან წყაროს ხომ ვერ გაამხელს!).
შეკითხვების ფორმულირება არ იციან, „ნე ვ პოპად“ კითხვებს სვავენ, ზოგად შეკითხვებზე აგებენ გადაცემებს სადაც რესპოდენტს აძლევენ საშუალებას ისაუბროს სარეცხი ფხვნილიდან დაწყებული გლობალურ დათბობამდე ყველა საკითხზე. არ იციან რა არის დისკუსიის მოდერაცია ან როგორ უნდა გაკეთდეს ეს. აი მაგალითად, გადაცემა არის უკრაინაზე, ან რეპორტაჟი და ასეთი შეკითხვა ბოლო დღეებში ძალიან ხშირია: „რას ფიქრობთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე?“ :))))))))))))) გასაგებია, რომ ეს warm up შეკითხვაა (ამიტომ პირველ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს მოკლე და თუ პასუხი გაგრძლედა ჟურნალისტმა ეს უნდა მოთოკოს - მოდერაცია), მაგრამ მერე ამას მოსდევს ასეთი შეკითხვა: „ოლიმპიადის მერე სავარაუდო არის თუ არა, რომ რუსეთმა იგივენაირი ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე?“. ეს დედამოტყნული, ჯერ უკრაინაში მიმდინარე პროცესები არ ამოგიწურია და არ განგიხილია (გადაცემა უკრაინაზეა!) უკვე გადახტი ოლიმპიადასა და საქართველოს მომავალზე - გადაცემა ხომ ეხლანდელ დროზე და უკრაინაზეა!
რამდენად კარგად იცის, მაგალითად, საქართველოს პუბლიკამ თუ რომელ ძალებს შორის არის დაპირისპირება უკრაინაში, პოლიტიკური, ეთნიკური, რეგიონალური  აფილიაციის მიხედვით? რამდენად დეტალურად და კონკრეტულად ხსნიან ქართველი ჟურნალისტები იმ მოსალოდნელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების შედეგებს რაც შეიძლება მოჰყვეს ა) უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელოწერას; ბ) უკრაინის საბაჟო კავშირში შესვლას; გ) უკრაინის გაყოფას (რომელ რეგიონებად და რატომ?) ; დ) კრიზისის ასეთ სახით გაგრძელებას რამოდენიმე წელი....? მაყურებელმა იცის თ ვინ არიან მთავარი მოქმედი პირები ორივე, სამივე ან ოთხივე მხარეს? ვინ ზის მოლაპარაკების მაგიდაზე და ვინ იღებს რა გადაწყვეტილებებს?   

EU Twitiots and Twitoids

EU Twitiots and Twitoids

20 February 2014 at 08:12
If reposted or shared please do not indicate my name.
Thanks

------------
Dear EU Twitiots and Twitoids,

You are currently acting like an impotent, or like a teenage boy who is unable to make a decision and talk to the girl at the party. And, you know that if you don’t pull yourself together and don’t do it now, she will end up with another, more decisive guy from the hood next time, while you will have to settle for a platonic love and with servicing yourself in the bathroom.

Ukraine is adrift and the only chance you have (if you have any ambitions on Ukraine at all) is to tow it and tug it into the European port. Of course, the exercise will be very expensive and lengthy. Unfortunately, while you are contemplating and deliberating whether to make such a commitment or not, Russia is not wasting its time and it is going for abordage through coercion, intimidation and brute force.

Don’t you know that, in a critical and emergency situations, hesitation and no decision are much worse than a bad decision? Just do it, do it now because you will have to do it anyway later, and you know it’s going to cost you more then. Cough up the money, launch something like a mini-Marshal Plan, go through it and thereby ensure a long-term EU security and stability. Ukraine is the only chance for you to change Russia in the future.

An unfriendly state is taking control of your vital energy supplies undermining your security and infringing on your independence.  When the same was happening in North Africa (e.g. Libya), you intervened didn’t you? Of course, you did because you saw it as a threat and you acted in preventive self-defence, though you killed many civilians, received negative press and public reviews and left chaos behind. What I don’t understand is that Libya was supplying just 5% of your needs and you went to such an extreme: Ukraine transits more than 20% of your needs, and you can’t do more than just “statements and condemnation”?! I heard that Yanukovic and Putin are particularly scared of the Twits, status updates and blogs… In fact, they love the Twitiots and Twitoids like you!

Respectfully not-yours,

g

https://www.facebook.com/photo.php?fbid=717327878287561&set=a.705546542799028.1073741827.704809432872739&type=1


http://www.tabula.ge/ge/verbatim/80349-linkiavichusi-kmara-mxolod-sheshfoteba

უკრაინა ხვალ, ზეგ და მაზეგ

უკრაინა ხვალ, ზეგ და მაზეგ

25 February 2014 at 10:08
ღიად რუსეთი ჯარებს უკრაინაში ვერ შეიყვანს და ფართემაშტაბიან სამხედრო მოქმედებებს ვერ დაიწყებს, ამას თუნდაც ეს მემორანდუმი შეაჩერებს. 


მაგრამ, მას შეუძლია
-        სპეცრაზმების ქვედანაყოფების გადაგზავნა ყირიმისა და ხარკოვში;
-        ეს სპეცრაზმები განლაგდებიან და დაიცავენ საზღვრებს, სტრატეგიულ და სამთავრობო ობიექტებს;
-        ამას გარდა, რუსეთს აქვს ლეგიტიმური უფლება გააძლიეროს სევასტოპოლის ბაზის დაცვა;
-        ყირიმსა და ხარკოვში შეიქმნება დე ფაქტო ხელისუფლება და ადმინისტრაცია, რომელიც კიევს არ დაემორჩილება;
-        რუსეთი გააძლიერებს და დააჩქარებს რუსული პასპორტების გაცემას აღმოსავლეთში;
-        რუსეთის პროვოცირებით და მხარდაჭერით მოხდება უკრაინელი მემარჯვენე რადიკალების გააქტიურება უკრაინის დასავლეთში, რათა ამით undermine legitimacy and credibility of the new administration;
-        არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა მოაწყოს პროვოკაციები, ძალადობა, ტერორისტული აქტები და საბოტაჟი უკრაინელი რადიუკალების სახელით ხარკოვსა და ყირიმში;
-        დაიწყება ყირიმისა და ხარკოვის უკრაინიდან გამოყოფის და დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცედურები, მათ შორის მოითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას;

(ზუსტად იგივე რაც მოხდა ცხინვალსა და აფხაზეთში 1991 წლიდან - რუსეთს ამის ბლუპრინთი აქვს და ამ გეგმის წარმატებით შესრულების გამოცდილებაც)

ასეთი სიტუაცია, გაყოფილი უკრაინა გასტანს კიდევ რამოდენიმე (ბევრი) წელი, შესაბამისად თუ დადგა უკრაინის ევრო-კავშირში (და/ან ნატოში) მიღების საკითხი იგი იქნება ზუსტრად იგივე მდგომარეობაში როგორშიც არის დღეს საქართველო: ანუ, დასავლეთმა უნდა მოიგონოს რამე მოდელი/მეთოდი, რომ შეიერთოს ტერიტორია დაკარგული სახელმწიფოები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევრო-კავშირს ექნება პირდაპირი კონფლიქტი რუსეთთან, რადგან მას ექნება მასთან სადაო ტერიტორიები, რომლებშიც რუსეთის ჯარები იდგება. შესაბამისად, უკრაინისა და საქართველოს სრული წევრობა გადაიდება მანამდე სანამ ევრო-კავშირი რუსეთთან არ მოილაპარაკებს, ან მანამდე სანამ რუსეთი არ დაიშლება, ან მანამდე სანამ ის ეკონომიკურად ისე არ გაჩაჩანაკდება, რომ პუტინს ოქროს უნიტაზების გაყიდვა მოუწევს. მანამდე კი დასავლეთი უკრაინსა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში „დაიცავს“, რაც ბევრ უფლებას მათ არ აძლევს ვინაიდან ეს ხელშეკრულება ძრითადად ეხება ეკონომიკასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
დაბოლოს, რუსეთს საფუძველშივე არ აწყობს, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც უკრაინამ ყირიმი. ვინაიდან აღიარების შემთხვევაში კონფლიქტი მორჩება/ამოიწურება და ის დაკარგავს leverage-ს საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ პროცესებზე. რუსეთს ზუსტად ის უნდა, რომ აფხაზეთი, ცხინვალი და ყირიმი დარჩეს კონფლიქტის ზონებად რაც მას აძლევს უნიკალურ შანს გავლენა იქონიოს  პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებზე უკრაინასა და საქართველოში. რა საკვირველია, საქართველოსა და უკრაინასაც არ აწყობთ, რომ მათ აღიარონ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის დამოუკიდებლობა, თუმცა ორივენი ხვდებიან, რომ აღიარებამდე ან კონფლიქტის მათ სასარგებლოდ მოგვარებამდე ამ ტერიტორიებით და კონფლიქტებით რუსეთს ექნება დიდი როლი მათი სახელმწიფოების პოლიტიკაში.  რუსეთი მხარს უჭერს სეპარატიზმს და არა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ თვითონაც კარგად იცის ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შანსი მსოფლიო საზოგადოების მიერ ნულის ტოლია. იმიტომაც იძახიან აღიარეთ აღიარეთო , ვინაიდან იცის რომ არ აღიარებ.
იმედია ევროპამ ეხლა უკვე ისწავლა ჭკუა და აქტიურად ჩაებმება გეოპლოიტიკურ თამაშში - მათ სხვა გზა არა აქვთ რადგან უკრაინის სახით მათ უსაფრთხოების საკითხი დაუდგათ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში.


http://www.haaretz.com/news/world/.premium-1.576212

http://uainfo.org/yandex/284572-vmeshatelstvo-v-ukraine-nachalo-razvala-rf-kavkazu-prigotovitsya-na-vyhod.html

http://echo.msk.ru/blog/aillar/1274104-echo/?fb_action_ids=664076693651698&fb_action_types=og.recommends&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B591414330946604%5D&action_type_map=%5B%22og.recommends%22%5D&action_ref_map=%5B%5D

2016

2016

28 February 2014 at 12:11
ეს წელი მსოფლიო პოლიტიკაში იქნება საინტერესო და მოვლენებით გადატვირთული. ზოგადად, შემდეგი ორი-სამი წელი იქნება ბევრი რამის გადამწყვეტი არა მარტო საქართველოსათვის.
2016-ში საქართველოში არჩევნების დროს გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში და შეიძება მსოფლიოშიც იყოს ძალიან განსხვავებული ვიდრე ეხლა არის იმიტომ რომ იმ დროისათვის:
-        უკრაინის საკითხი იქნება უკვე გადაწყვეტილი, ან ასე ან ისე: 1) დე იურე ერთ ქვეყანა, დე ფაქტო ორი ქვეყანა; 2) ერთ ქვეყანა ევროპის გეზით; 3) ფორმალურად ორი ქეყანა, ერთ ევროპისაკენ, მეორე კი რუსეთსაკენ;
-        ამერიკას ეყოლება ახალი პრეზიდენტი (სავარაუდოთ, რესპუბლიკელი აგრესიული პოლიტიკით რუსეთსადმი)
-        ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში შეიცვლება ლიდერშიფი, რომელიც სავარაუდოთ დაიჭერს უფრო მკაცრ პოზიციას რუსეთისადმი (მაგ. რუსეთს ხელშეკრულებები გაზზე, ნავთობზე და ატომურ სადგურებზე ბულგარეთთან, რუმინეთთან, ჩეხეთთან  და უნგრეთთან შეიძლება გადაიხედოს... მოხდება ენერგო წყაროების დივერსიფიცირება ძირითადად ამერიკიდან და კანადიდან იმპორტირებული გაზით, დაჩქარდება უკრაინა, მოლდოვისა და საქართველოს წევრობის პროცესები და ა.შ.).  
-        ევროპისა და ამერიკის ეკონომიკურ-ფინანსური სიტუაცია გაუმჯობესდება (უკვე დაიწყო გაუმჯობესება)
-        რუსეთში პუტინის ისევ „აირჩევენ“  (პროცსმა შეიძება მშვიდობიანად არ ჩაიაროს)
-        სავარაუდოთ რუსეთის ეკონომიკა იქნება კრიზისში
-        ავღანეთდან რუსეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის გაჩნებდა ფუნდამენტალიზმისა და რადიკალური ჯგუფების დიდი პრობლემა
-        ახლო აღმოსავლეთში (მაგ. ლიბანში, სირიაში, ირანში, ეგვიპტეში...) იქნება გაჭიანურებული კონფლიქტები და თითქმის ყველგან შეიცვლება ლიდერშფი პრო დასავლური ორიენტაციით. მათ შორის რუსეთ-ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ამ რეგიონში აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე სიტუაციაში
-        თურქეთში იქნება უკვე სხვა ლიდერშიფი და ის შეიძლება აღმოჩნდეს ჩაბმული (ჯარით და სამხედრო ოპერაციებით) კონფლიქტებში ერაყში, სირიასა და ირანში... შეიძლება ლიბანშიც. ანუ, თურქეთი და ნატო ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო ღიად დაუპირისპირდებიან რუსეთსა და ირანს პროქსი ომებით.
სამხრეთით დიდ ორმოტრიალი და კონფლიქტები იქნება, რომელთა საფრთხე არ დაემუქრება საქართველოს ვინაიდან თურქეთი მშვენივრად მიხედავს იმ რეგიონს. ანუ, ვიმეგობროთ თრქეთთან. სამხრეთიდან ახლო მომავალში საფრთხე არ ემუქრება საქართველოს, თუ რუსეთმა სომხეთის ბაზები არ გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში თურქეთი შევა სასომხეთში და არ დაუშვებს, რომ ნავთობსადენ მილს სომხეთიდან გაუჩნდეს საფრთხე. აგრეთვე, სომხეთის მიმართულებიდან სიტუაციის გამძაფრება ავტომატურად ნიშნავს ყარაბახის გაღვიძებას სადაც სომხებს და რუსებს შანსი არა აქვთ, იქედან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანს უკვე სერიოზული არმია და შეიარაღება აქვს, თან მას თრქეთ ყველანაირად დაეხმარება... ანუ, სომხეთიდან საფრთხე არარეალურია.
დასავლეთით ზღვა და ევროპაა - ანუ, დასავლეთიდან საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ საციცოცხლოდ იქნება მნიშვნელოვანი, რომ დასავლეთსკენ ევროპასთან განვითარდეს ფიზიკური საკომუნიკაციო ინფგრასტრუქტურა, რომ საქართველო ფიზიკურადაც მიებას ევროპას მაგ. საზღვაო პირდაპირი ტრანსპორტი (ხშირი, ყოველდღიური), გზა-მაგიუსტრალი, სატელეკომუნიკაციო ქსელების ევროპის სერვერებზე გადალაგება, საჰაერო კავშირი...
აღმოსავლეთიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება საქართველოს. პირიქით, აღმოსავლეთი არის საქართველოს ეკონომიკური opportunity , ჯილა, ანუ საიდანაც საქართველომ უნდა იშოვოს ფული (აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი...) -  თავიდან დიდი ხარჯი იქნება გასაწევი მაგრამ მერე.... მილების ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ქსელები, საჰაერო კორიდორები, საგზაო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა  და საზღვაო პორტები. ეს თუ საქართველოს უმაღლეს დონეზე არ ექნა გაკეთებული, მაშინ საქართველოს economic viability კითხვის ქვეშ დადგება.
ჩრდილოეთით მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში ჩავარდნილი რუსეთი, უკლმაყოფილო ხალხი/ამომრჩევლები, დაკარგული მთლიანი ან ნაწილი უკრაინისა, უკმაყოფილება რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთში, ცხინვალში და რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ნაწილში (ძირითადად ეკონოკისა და ცხოვრების დონის და კორუფციის გამო), ხარჯები და უკან დახევა ახლო აღმოსავლეთში.... ანუ, გამწარებული, გააფთრებული, დაბენული რუსეთი. ჩრდილოეთი არის და იქნება ერთადერთი საფრთხე საქართველოსათვის.

ბოკერიამ სთქვა, ჩვენ იმაში შევცდით, რომ პრიორიტეტი სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მშენებლობა-ჩამოყალიბებას მივანიჭეთო და ნაკლები ყურადღება დავუთმეთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებასო (სრული სიმართლეა და ზუსტად ეს იყო მთავარი შეცდომა). ახალი მთავრობა კი მე მგონი პირიქით აკეთებს (ავად თუ კარგად, მტკივნეულად თუ არაპროფესიონალურად სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ნიშნები, მცდელობები და სურვილი არის დღევანდელ საქართველოში). 

რწმენის „ბლუფრინთები“

რწმენის „ბლუფრინთები“

27 February 2014 at 14:05
რწმენა, ჩემი აზრით, სიცოცხლისა და სამყაროს აღქმა და შეფასებაა პიროვნების მიერ, და ამ პრიოვნების დამოკიდებულება და ურთიერთბა სამყაროსთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან - ანუ, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის ღირებული და რა არა, რა უფრო ღირებულია, რა ნაკლებად და ა.შ. შესაბამისად, რწმენა ყალიბდება ცხოვრებისეული  გამოცდილებისა და მიღებული ინფორმაციის, ცნობიერი თუ არაცნობიერი, ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე. ვინაიდან ცხოვრებისეული გამოცდილება და მიღებული ინფორმაცია სიკვდილამდე გრძელდება და ამავე დროს ძალიან ინდივიდუალურია, შესაბამისად რწმენაც (მისი შინაარსი და ფორმებიც) მხოლოდ ინდივიდუალური შეიძლება იყოს.  აგრეთვე, თუ ზემოთ მოყვანილ ლოგიკას გავიზიარებთ, რწმენის განვითარება ცხოვრების ბოლომდე მიმდინარეობს: ამ პროცესში ის ან მყარდება და მდიდრდება, ან ხდება მისი რევიზია, ან სულაც შეცვლა... იშვიათ შემთხვევებში სულაც მისი უარყოფა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ზემოთ აღწერილი პროცესი იოლი არ არის, ის მოითხოვს ადამიანის ემოციურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ „შემოწირულობებს“, მუშაობას, ფიქრს, ძებნას, იმედგაცრუებას, გახარებას და ა.შ.  ზუსტად ეს არის ცხოვრება და მისი ინტრიგა, სხვა არაფერი.

რელიგია და კლერიციზმი კი, როგორც მე მას ვუყურებ, არის „ბლუფრინთი“ მილიარდობით რწმენების ერთ-ერთი მოდელისა. მის ქვეშ ერთიანდებიან ის ხალხი ვისაც, სხვადასხვა საპატიო თუ  არასაპატიო მიზეზების გამო, ან არ სურთ, ან არ შესწევთ უნარი გაიარონ და ისიამოვნონ იმ პროცესით, რომელიც მე ზემოთ ავღწერე - იპოვონ და გაარკვიონ თავიანთ ინდივიდუალური რწმენა და ადგილი ამ სამყაროში. მათ ამ პროცესის ეშინიათ, ვინაიდან თავიანთ თავს არ ენდობიან და ამიტომაც მიმართავენ „ბლუფრინთს“, მზა მოდელს, რომელიც მათ მაგივრად მოიგონა/განავითარა ვიღაც ხსვამ, იმან ვისაც თვითონაც კი არ იცნობენ და არც კი იციან ვინ არის.  ისინი სხვის მიერ სხვის ცხოვრებაზე გაკეთებულ ანალიზსა და დასკვნებს ენდობიან და იღებენ. მე მგონია, რომ ეს ultimate სიზარნმაცის, სუბორდინაციისა და არასრულფასოვნების დემონსტრირებაა, რაც თავისუფლების ანტონიმია - ანუ, რელიგია და კლერიციზმი თავისუფლებას არა მარტო ზღუდავს, ის საფუძველშივე მას ეწინააღმდეგება. საინტერესო ის არის, რომ რელიგიური ლიტერატურა საწინააღმდეგოს ქადაგებს და ამბობს, მაგრამ რწმენის „ინსტიტუტიონალიზირებამ“ წარმოშვა რელიგია და რელიგიამ კი კლერიციზმი, რომელმაც „მრევლი“ (კომუნა) პიროვნებაზე წინ დააყენა პრაქტიკული და პოლიტიკური მოსაზრებებისა და სარგებელის გამო. ეს არის კომუნალური უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის მოდელი, სადაც კომუნა უფრო მნიშვნელოვანი, სანდო და ბრძენია ვიდრე პიროვნება  - საზოგადოება არსებობს იმისათვის, რომ პიროვნება იყოს დაცული და ბედნიერი, თუ პირიქით? ეს ცალკე დავის საკითხია.

სახლს რომ აშენებდე რომელი გირჩევნია, რომ დიზაინი შენთვითონ, შენი გემოვნებით გააკეთო, თუ  სხვის მიერ სხვისთვის გამზადებული მოდელი გამოიყენო? პირველი უფრო ძვირია, ძნელია და შრომატევადი. მეორე იაფი, იოლი და არ მოითხოვს ზედმეტ წვალებას.  



https://www.facebook.com/144509882399925/photos/a.166340483550198.1073741842.144509882399925/231549487029297/?type=1

კვერცხი vs ქათამი, ხე vs ტყე


26 March 2014 at 15:33
„... ამ პერიოდში კი ისეთ ქვეყანას როგორიც არის საქართველო, მისი ეკონომიკის, განლაგებისა და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით სამხრეთ კავკასიაში [საუბარი მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იყო და მომავალ საფრთხეებზე], სჭირდება კ ო მ პ ე ტ ე ნ ტ უ რ ი მთავრობა და არა ის მთავრობა, რომელიც ბნელ ოთახში შავ კატას ეძებს, რომელიც იქ არ არის. (being in a dark room and looking for a black cat that isn't there, and shouting "I found it!"). ისევ სჯობს ჯერ შუქი აანთოთ და კატაც გამოჩნდება. მოდით საქმის გარჩევები 2018-ისთვის გადავდოთ, მაგისათვის ეხლა დრო არ არის, თუ ოდნავ მაინც პოლიტიკა გესმით. ასე მგონია, რომ საქართველოს ეხლანდელი მთავრობა can't see the forest for the trees და მე კი მგონია, რომ ხეზე უფრო მნიშვნელოვანი ეხლა ტყეა“

ეს დავწერე რამოდენიმე კვირის უკან. ჩემი მთავარი პოინთი აქ იყო ის (ბოლო აბზაცი ზემოთ), რომ რამდენადაც სააკაშვილს არ უნდა ჩაედინა კრიმინალური დანაშაულები (მაგ. გვირგვლიანი, თუნდაც ჟვანია, ლარი ბენზინის ფასში... რაც ჯერ სადაოა, ვარაუდებია და დაუმტკიცებელია), საერთაშორისო და გლობალური გადმოსახედიდან ეს მიკრო, უმნიშვნელო საკითხია დასავლეთის სახელმწიფოებისათვის. საქართველოს მთავრობავ და პარლამენტო, ეთანხმებით ამას თუ არა? იმას, რომ თქვენი ქილიკი და სააკაშვილის გასამართლების ოდისეა ძაააააააააააალიან პატარ საკითხია მსოფლიოს დიდი ქვეყნებისათვის.

სამწუხაროა თუ მიშამ ჩაიდინა კრიმინალი და თუ ეს მართა ასე მოხდა, და თუ  შეგროვდა მტკიცებულებები (!) გასამართლდეს... სააკაშვილიც და სხვა ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. მაგრამ, მთავარია როდის. თან ეს მტკიოცებულებები არა გაქვთ, ბრალსაც ვერ უყენებთ და მთელს მსოფლიოში გაჰკივიხართ, რომ ის კრიმინალია - სულ ცოტა დებილები ხართ ვინაიდან თქვენივე თავის კომპრომიტირებას უკეთებთ და სჩანხართ სულელები მთელი მსოფლიოს მაშტაბით - გახსოვთ რომელიმე ქვეყანას ამდენი ეჭყიპინოს თავის ცუდ პრეზიდენტზე მანამ, სანამ მას ბრალი არ წაუყენეს? მე არა.

პოლიტიკური და დიპლომატიური გამჭრიახობა და პროფესიონალიზმი ზუსტად ამაში მდგომარეობს: to do the right thing the right moment, otherwise the right things become the wrong things and they backfire. As diplomats say, sometime the best thing to do it to do nothing.

ეხლა, და ეხლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უფრო დიდი საკითხები დგას მსოფლიოში, წყდება უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური საკითხები, როდესაც ევროპაც და ამერიკაც არ არიან კმაყოფილი, რომ ყოფილი ხელისუფლების ლიდერებს სასამართლოებზე არბენინებენ, კითხავენ, სვავენ ციხეში (ზოგს შეიძლება სამართლიანადაც, მაგრამ ამას ეხლა მნიშვნელობა არა აქვს). როდესაც საქართველოს მთავრობის ეს საქციელი ეჭვს იწვევს პროკურატურის უუნარობისა და არაპროფესიონალიზმის გამო, როდესაც მთავრობის ეს საქციელი, ნებით თუ უნებლიეთ, წყალს ასხავს დასავლეთის  მტრის წისქვილზე და რუსეთს აძლევს დამატებით არგუმენტს დასავლეთის წინააღმდეგ, მთავრობის ასეთი საქციელი, სულ ცოტა, სიბეცეა, უუნარობა თუ არა მიზანმიმართული ქმედებები დასავლეთის წინააღმდეგ და რუსეთს სასარგებლოდ. ზუსტად ასე აღიქვამს ეხლა ამას დასავლეთი - მნიშვნელობა არა აქვს მთავრობა რას გულისხმობს თავის ქმედებებში ეხლა მნიშვნელობა უფორ აქვს იმას თუ ამას დასავლეთი და რუსეთი  როგორ აღიქვავენ. ზოგადად, მნიშვნელობა არა აქვს რას ამბობ და რა მიზნით, მთავარია ნათქვამს სათქმელის ადრესატი როგორ აღიქვავს - კომინიკაციის მთავარი პრინციპი და წესი!!! ეს შეიძლება სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა და მსოფლიო პოლიტიკა ასე იმართება - ვინ როგორ იგებს ნათქვამს და ქმედებებს.   

ეხლა დასავლეთს სჭირდება მხარდაჭერა, მტკიცედ და უპირობოთ მასთან დგომა და თუ საჭიროა „ტყუილები უფრო დიდი სიკეთისათვის“ (შეგიძლიათ ამას დაარქვათ „სტრატეგიული მოთმენა“ ან „ტაქტიკური ტყუილი“), რომ ეს დაპირისპირება რუსეთთან მოიგოს.

არცერთი სახელმწიფო და არცერთ მთავრობა “სუფთა და მორალური“ არ არის (ვერ იქნება by definition as it is government!)- ყველას რაღაც ან ამორალური, არაკანონიერი გაკეთებული აქვს - ყველას, და ეს რეალობაა! ესნორმაა! აბა, გავახილეთ თვალები? ამერიკა ხალხს აწამებდა გუანტანამოში, აბუ გრეიბში, ხოცავს ბავშვებს დრონებით, იტაცებდა ხალხს, უსმენდა ყველას მათ შორის თავის პარტნიორებს და მეგობრებს  და ა.შ. ამერიკის საზოგადოებას და მის პარტნიორებს ეს არ მოეწონათ და არც მოსწონთ, არიან გაბრაზებულები, თან ძალიან. მაგრამ, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და უფრო დიდი მიზნები საფრთხის ქვეშ არ დაუყენებიათ - ამერიკელ ხალხს (თავისი წარმომადგენლობით ორგანოთი) და მის პარტნიორებს ესმით საერთო და უფრო დიდი მიზანები, რომელიც შეიძლებოდა დაზიანებულიყო ან მთავრობის დათხოვნით, ან თანამდებობის პირების გასამართლებით. მათ ეს ჯერ (!) არ გააკეთეს, ვინაიდან უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მისახედი და მერე ამისთვისაც მოიცლიან. აგერ, რუსეთზე სანქციები ძალიან დააზარალებს გერმანიისა ეკონომიკას და საფრთხის ქვეშ დააყენებს ენერგო-უსაფრთხოებას მთელს ევროპაში, მაგრამ ევროპა სანქციებს მაინც დააწესებს. ობამასთვის იმპიჩმენტის პროცედურები არ დაწყებულა მოსმენებისათვის, არც დრონებით, არალეგალურად დახოცილი ბავშვებისათვის გაუსამართებიათ CIA დირექტორი. თქვენთვითნ არ ამბობთ „რომის პაპზე უფრო კათოლიკები არ უნდა ვიყოთო“  - ხო და, ნუ იქნებით! სააკაშვილის გასამართლება „კვერცხია“, მისი ეხლა არ-გასამართლება კი „ქათამი“. კვერცხის გატეხვით ქათამი, რომ დაითრიოს საქართველომ, კმაყოფილი არ იქნებით? მე კი. ვინ ჩემი ფეხებია ერთი სააკაშვილი, რომ უფრო დიდი მიზნები მის გამო ჩაიშალოს?!

არ შეიძლება, რომ ეს არ ესმოდეს სახელმწიფოს მეთაურს ან პარლამენტს. რატომ არ შეიძლება, რომ სააკაშვილის დაკითხვამ ან გასამართლებამ (და კიდევ სხვა მსგავსმა საკითხებმა) მოითმინოს მანამდე სანამ სახელმწიფოს ეგზესტენციალური პრობლემა არ მოგვარდება (სანამ ნატოში და ევრო-კავშირში არ შევა), თუ ეს დაკითხვები და სასამართლოები ხელს უშლის და არ მოსწონს იმას ვინც ეს ეგზესტენციალური პრობლემა უნდა გადაჭრას... თუნდაც მისი ეს მოთხოვნა, ჯანდაბას, უსამართლო იყოს. თუ ეს გესმის და მაინც აკეთებ, მაშინ ეს არაკომპეტენტურობა კი არ არის, არამედ მიზანმიმართული, დაგეგმილი ქმედებებია სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მსოფლიოში არსებობს და თითქმის ყველა ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით პრობლემებისა და მიზნების კლასიფიკაციის დროს და სამუშაო გეგმის შემუშავებისას.  მე ვურჩევ მთავრობას და პარლამენტს გაეცნოს ამ ელემენტარული და ძალიან პრაქტიკულ „ხელსაწყოს“ რომლეიც მსოფლიოს რაციონალურ ნაწილს ეხმარება პრიორიტეტების განსაზღვრაში:

Urgent – important:  ასეთ საკითები არ იცდის და მათ ყველაზე მეტი რესურსი უნდა დაეთმოს ეხლავე, გადაუდებლად. მაგ. დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვება, ნატოში და ევრო-კავშირში შესვლა, ენერგო და ეკონომიკური დამოუკიდებლობა...

Urgent - not important: ეს საკითხებიც ვერ მოიცდის, მაგრამ მნიშვნელოვანი არ არის. მაგ. ხვალინდელი ინოგურაციის მილოცვა ვიღაც აფრიკული სახლემწიფოს პრეზიდენტისათვის.

Not Urgent – important: ეს მოიცდის მაგრამ მნიშვნელოვანია. მაგ. სააკაშვილის, მერაბიშვილის, ჟვანიას საქმეების გამოძიება ე.წ. სამართლიანობის აღდგენა. სამართალი მგელი ხომ არ არის, ტყეში ხომ ვერ გაიქცევა (ალბათ, გეცნოთ რუსული ანდაზების სიბრძნე... ეს ხომ თქვენთვის მშობლიურია)

Not important - not urgent: ეს მოიცდის და მნიშვნელოვანიც არ არის. მაგ. აკვარიუმში წყლის გამოცვლა ზვიგენისათვის.



სხვაგან გაბრაზება და სირცხვილი სად გამოვხატო, ტო?! ისევ აქ ხო?! სხვაგან სად? მერე მეტყვიან რას გვაგინებო, რატომ აჯვავ საქართველოსო, მის საზოგადოებასო... დაგვანებე თავიო, თავისუფლად ვსუნთქავთო, ეხლა ასე სჯობიაო - ჰა, დანებებული მაქვს თავი, ჩემს თავს ველაპარაკები, ვპოსტავ ჩემთვის, არავის არ ვუზიარებ.. თურმე ნერვებს ვუშლი თვისუფლად მსუნთქავ ხალხს, რომლებიც 100-ჯერ ნაკლებ სამსახურსა და ფულს შოულობენ ეხლა ვიდრე იმ დედამოტყნული ნაცებისა და მიშას დროს, მაგრამ მაინც ჯერ ხმას არ იღებენ ამ მთავრობის წინააღმდეგ, მაინც „ქოცებს“ მისცემენ ხმას... თან თურმე ჩემი კრიტიკული გამონათქვამების რცხვენიათ თავის სხვა „ქოც და სოფლელ გუშნწინ შეძენილ მეგობრებთან“, მარტო იმიტომ, რომ ჩემი აზრების რაღაც ნაწილი ნაცებისა და მიშას „რიტორიკას“ ჰგავს.

ხო და, რადგან ისევ ჩემს თავს ველაპარაკები, მე ასე ვიტყოდი:

მოვუტყან საქართველოს უვიცი, გოიმი, რეტროგადი და მარიონეტი პრემიერი (რომელსაც დასავლელობის არაფერი არ ეტყობა და ვინც ამას ვერ ხედავს ჩემს თვალში ყლეა!), რომელიც უსიტყვოდ ემორჩილება აბსოლუტურად დებილ ადამიანს, რომელსაც პოლიტიკა არა თუ ობიექტურად არ ესმის, არამედ ის თავად ამას აღიარებს... მაგრამ მაინც მას უჯერებენ.

ზემოდან მოვუტყან საქართველოს ულტრა-დებილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობებზე, პოლიტიკაზე და დიპლომატიაზე იმაზე ნაკლები ესმის ვიდრე ყავის მომდუღებელ მდივანს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პარლამენტი და მთავრობა ეხლა ეკუთვნის გაუნათლებელ და არაკომპეტენტურ პროვინციალებს, რომლებიც „ვითომდა მაგარმა ქალაქელმა გოგო-ბიჭებმა“ მოიყვანეს ხელისუფლებაში და დღესაც მათ აძლევენ ხმას ისე, რომ ხელიც არ აუკანკალდებათ... ბოსელია, ვოლსკი, ღარიბაშვილი, საგანელიძე, ხადური, მარგველაშვილი, პეტრიაშვილი, კალაძე, ზაქარეიშვილი, ნარმანია, ოდიშარია, დარახველიძე, ფანჯიკიძე, ფიფია, ჭიკაიძე, სუბარი, ახალაია, ჯაჭვლიანი, თამაზაშვილი... ეს რაც მე ეხლა უცებ გამახსენდა. ეს არის სახელმწიფოს სახე? სულ გამოყლევდით, ტო?! რას აკეთებთ?! შიგ ხომ არა გაქვთ?! „ფონს მაინც გავალთ“ მიდგომა ვეღარ იმუშავებს იმიტომ, რომ ეს ფონი ვიწროა და ამ ფონს  სხვა (უფრო მნიშვნელოვან) ქვეყნებთან ერთად გავდივართ.. ცოტა მარჯვნივ, ცოტა მარცხნივ და წაგიღებთ მდინარე. მოგსტყვნიათ პატრონი!